პროექტები


                               პროექტ - გაკვეთილის    გეგმა

პროექტის  სახელწოდება:    ფერმა   და   ფერმის ცხოველები.(farm animals)
კლასი  -  IV  ,  სწავლების დონე- III         
 პედაგოგი - ანა ბერკაცაშვილი
გაკვეთილის  ჩატარების  თარიღი  - 26 ნოემბერი 2014
სახელმძღვანელო :   English  world III.
წინასწარი  ცოდნა:   იცნობენ  ფერმის ცხოველებს და შეუძლიათ მათი აღწერა . შეუძლიათ present simple-ის გამოყენაბა , კითხვის დასმა და პასუხის გაცემა.
პროექტის  მიზანი :   კარგად  დაიმახსოვრონ  შესწავლილი მასალა ,თუ რა ცხოველები ცხოვრობენ ფერმაში,როგორია ესა თუ ის ცხოველი,რა შენობა შეიძლება იყოს ფერმაში და ა.შ..ბავშვებმა  ისწავლონ საკუთარი ცოდნის დემონსტრირება,მოახერხონ  მოძიებული  ინფორმაციის   გაზიარება თანატოლებთან,განივითარონ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების  და მოსმენის უნარი.განუვითარდეთ ჯგუფურად მუშაობის  და თანამშრომლობის უნარი.ასევე შეძლონ კითხვების დასმა და პასუხის გაცემა კითხვითი სიტყვების გამოყენებით როგორიცაა how wide  is....  how long is…. how  tall is ……
მოსალოდნელი   შედეგები :   ბავშვები ერთად  შექნმიან ფერმის მაკეტს ან  პოსტერს.       პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი რესურსი:    ფერადი    ქაღალდები,წებო,პლასტენინი,პატარა  სათამაშო  ცხოველები,მუყაო,პროექტორი,ლეპტოპი,წებოვანი ფურცელი.
ძირითადი აქტივობები:  პროექტის მათავარი იდეის  გაცნობის შემდეგ მასწავლებელი ყოფს კლასს 5ჯგუფად და ავალებს შექმნან ფერმის მაკეტი,პოსტერი,ან  ბროშურა , რომელშიც იქნება ფერმის ცხოველები და შენობენი (თავლა,ბეღელი,ღობე,ჭიშკარი).მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი ნამუშევრის აღწერა და კითხვებზე პასუხის გაცემა.მათ ერთი კვირის განმავლობაში შეასრულეს დავალება და პროექტ-გაკვეთილის ჩატარებას  იწყებს მასწავლებელი სიმღერით“old  Mcdonald’s had a farm”. შემდეგ  ჯგუფებს აძლევს დავალებას   ჩამოწერონ ფერმის ცხოველები და ავლენს გამარჯვებულ ჯგუფს.ეძლევათ დავალება ,სწორი პასუხის ამორჩევა(სლაიდით).შემდეგ ყველა ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას და ჯგუფები ერთმანეთს უსვავენ კითხვებს.ბოლოს ყველა ჯგუფი ავსებს კროსვორდს და მღერიან ‘Old Mcdonalds had a farm“.




გაკვეთილის  მიზანი

·         მოსწავლე  შეძლებს  მცირე  ზომის  დიალოგის მოსმენას და  ამოცნობას ,თუ სად  მიმდინარეობს  დიალოგი.
·         მოსმენის შემდეგ  შეძლებს  პასუხის გაცემას კითხვებზე.
·         ისწავლის  რამოდენიმე სასარგებლო ფრაზას და სიტყვას  ვაჭრობასთან დაკავშირებით.

·         შეძლებს  როლურ თამაში მონაწილეობის მიღებას.





















პროექტის  სახელწოდება: ტბისა და ოკეანის ფრინველები

        სასწავლო   პროექტის   გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ანა  ბერკაცაშვილი
რეგიონი
შიდა ქართლი
სკოლა
სსიპ ხიდისთავის საჯარო სკოლა
ქალაქი
გორი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ტბისა და ოკეანის ფრინველები
თემის შინაარსი
ფრინველების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და გასაცნობად პროექტის გეგმის შემუშავება, რის მიხედვითაც მოხდება პროექტზე მუშაობა. კლასი  დაიყოფა  5 ჯგუფად. თითოელი ჯგუფი განიხილავს  საკითხს და ჯგუფის წევრები გადაინაწილებენ თავის საქმეს. პერიოდულად მოიტანენ და გადავამოწმებ მათ ნამუშევრებს.დაამზადებენ ბროშურას დათქმულ დროს გააკეთებენ პრეზენტაციას.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
დონე 4 . კლასი 5
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა.
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
უცხ.დ.IV.22. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•              სხვებს აცდის პასუხს;
•              თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
•              მეწყვილესთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
•              მეწყვილესთან ერთად ჩართულია ინტერაქციაში;
•              კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
•              მონაწილოებს ჯგუფში მუშაობის მარტივი წესების შემუშავებაში და ცდილობს მათ დაცვას;
•              ახერხებს თანაგუნდელებთან შეთანხმებას ფუნქციების, სამუშაოს განაწილების თაობაზე;
უცხ.დ.IV.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწვლე
•              სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს შინაარსის შესახებ;
•              უშუალო მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს);
•              ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, ილუსტრაცია . . . )

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
•              გამოიყენონ ინგლისური  ენ პროექტის ნებისმიერ ასპექტში.
.            გამოთქვან ვარაუდი  სათაურის და ილუსტრაციების საფუძველზე დაყრდნობით შინაარსის შესახებ.
.            მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, გააკეთონ  ინტერპრეტირება  და დემოსტრირება.
.            ამოიცნონ და დაახარისხონ მოძიებული ინფორმაცია და გამოყონ ყველაზე მნიშვნელოვანი.
.            დააკავშირონ ერთმანეთს უკვე ნასწავლი და ახალი მასალას.
.           •   მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას ზეპირი პრეზენტაციების ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
•               გამოიყენონ სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის აუდიტორიისათვის გადასაცემად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
საჭიროებენ თუ არა ერთმანეთს ფრინველები და ადამიანები?
თემატური კითხვები
როგორ ეგუებიან ფრინველები საარსებო გარემოს?
რა სჭირდებათ მათ საარსებოდ და თავის გადასარჩენად?
შინაარსობრივი კითხვები
რით განსხვავდებიან ტბის და ოკეანის ფრინველები ერთმანეთისგან?
რატომ არ შეუძლია ყველა ფრინველს ფრენა?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










. .გონებრივი იერიში.
.საჭირო ლექსიკის ცოდნის შემოწმება
• მოსწავლის საჭიროებების განმსაზღვრელი შეფასება 
• თანაკლასელთა უკუკავშირი
• პროექტის რუბრიკა
• ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
• კოლაბორაციული მუშაობის დაკვირვების ფურცელი
• ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
• პროექტის რუბრიკა
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტზე მუშაობას  ვიწყებ  მოსწავლის საჭიროებების განმავითარებელი შეფასებით, რომლის მიზანია მოსწავლის წინარე  ცოდნის განსაზღვრა და მათი ინტერესის გაღვივება. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის  გამოვიყენებ გამოკითხვას, გონებრივ იერიშს. პროექტის დასაწყისში წარვადგენ  ინგლისურენოვან პროექტების რუბრიკას, რათა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მიიღონ ინფორმაცია მათ მიმართ პროექტის მოლოდინების შესახებ და შეძლონ მუშაობის განმავლობაში თავიანთი პროგრესის კონტროლიიგივე რუბრიკა გამოიყენება პროექტის ბოლოს საბოლოო პრეზენტაციის შეფასებისათვის.
მოსწავლეებს  ვაცნობ  ჯგუფური სამუშაოს რუბრიკასაც , რათა გაიგონ, თუ რა მოლოდინი არსებობს ჯგუფური მუშაობის პროცესში. პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ  ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად გამოვიყენებ  იგივე რუბრიკას. კოლაბორაციული მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად ვიყენებ  ერთობლივი დაკვირვების ფურცელს  მაშინ, როცა მოსწავლეები კვლევას ატარებენ და პრეზენტაციას ქმნიან. კვლევის და პრეზენტაციის შექმნის პროცესში მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად ვხვდები ,, რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო  მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი. წავახალისებ  მოსწავლეებს  გაუზიარონ უკუკავშირი თანაკლასელებს პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
საჭირო ლექსიკა.
კომპიუტერული  უნა ჩვევები.         
წერილობითი და ზეპირი ფორმით სამიზნე ენაზე კითხვის, მასალების ინტერპრეტირების და მოსაზრებების გამოხატვის უნარი.
სასწავლო პროცედურები
კლასთან  პირველ შეხვედრას ვიწყებ გონებრივი იერიშით და ვადგენ მათ წინარე ცოდნას. ვთხოვ ჩამოწერონ ის სიტყვები რითიც აღწერენ ფრინველებს. ვსვავ კითხვას ‘’ საჭიროებენ თუ არა ერთმანეთს ფრინველები და ადამიანები ‘’? მოსწავლეებს ვთხოვ გაანალიზონ  შეკითხვა და ისაუბრონ ფრინველებზე. რომელ ფრინველებს იცნობენ.ჰყავთ თუ არა სახლში რაიმე ფრინველი და ხედავენ თუ არა კავშირს ფრინველსა და ადამიანს შორის.ჩემი კითხვების დახმარებით  მოსწავლეებს მივცემ მიმართულებას და ვასაუბრებ ფრინველების შესახებ და გავიგებ რა აიციან მათ.

პროექტის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხები
მოსწავლეებთან ერთად ვაყალიბებ  პროექტის მიმდინარეობის გეგმას ,მოვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს. გავაცნობ შეფასების რუბრიკებს, რასაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დროს.კლასს დავყობ ოთხ ჯგუფად და აირჩევენ ჯგუფის ლიდერს.ჯგუფის ყველა წევრი გადაინაწილებს  თავის მოვალეობას.

პროექტის მიმდინარეობა

ნამუშევრის წარდგენა-პრეზენტაცია
 დათქმულ დროს მოეწყობა ყველა თვალსაჩინო რესურსის გამოფენა. ჯგუფები მოაწყობენ პრეზენტაციას მოძიებულ და დამუშავებულ მასალაზე.
პროექტის შეფასება
შეფასებისთვის გამოვიყენებ იმ შეფასების რუბრიკას და კითხვარს რომელიც წინასწარ მქონდა შემუშავებულ-გაცნობილი.


დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეებს განუსაზღვრავ კონკრეტულ დავალებებს ,მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე , შევთავაზებ და დავავალებ ისეთ სამუშაოს რასაც ხალისით და ინტერესით შეასრულებს და გაართმევს თავს. ასეთ მოსწავლეებს გადავანაწილებ ჯგუფებში.საჭიროების შემთხვევაში დავიხმარ ფსიქოლოგ-პედაგოგს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
ასეთი  მოსწავლეების ცოდნის წარმოჩენისთვის გამოვიყენებ განსხვავებულ მეთოდებს მივცემ რთულ დავალებებს , კვლევას მოსწავლეების მიერ არჩეულ თემაზე, ღია დავალებებს, პროექტების ხელმძღვანელობას და პრეზენტაციის გაკეთებას
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ფორმატი , თაბახის ფურცელი , მარკერი , ფერადი ფანქრები წებოვანი ფურცლები,სურათები
ინტერნეტრესურსები
www.google.ge

https://www.google.ge/search?q=OCEAN+AND+LAKE+BIRDS&espv=2&biw=1280&bih=923&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwimvJ3elIbLAhVqIJoKHQCfABUQ_AUIBigB

სხვა რესურსები
კოლეგები, მშობლები , შეფასების ჯგუფის წევრები.



ერთობლივი მუშაობის დაკვირვების ფურცელი

ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეებს ინდივიდუალურად დააკვირდით



შენიშვნები
მოსწავლის სამუშაო ჩვევები
·         მუშაობს თუ არა მოსწავლე თანმიმდევრულად დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?

·         ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?

·         რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება? ვისგან იღებს დახმარებას? 

·         არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად ეფანტება ყურადღება?

·         აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?

მოსწავლის მოსაზრებები
·         ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?

·         ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?

·         სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა და მოსაზრებებს?

კომუნიკაცია
·         საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და სხვებთან კომუნიკაციის მზნით?

·         კომფორტულად გრძნობს თუ არ იგი თავს როგორც „მოსაუბრის“, ისე „მსმენელის“ როლში?

·         აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარდგეს მთელი კლასის წინაშე?  

·         შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი?  

·         შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ან ჯგუფური ნააზრევი?

თანამშრომლობა
·         ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის? 

·         თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო გეგმაზე ან სტრუქტურაზე?

·         ითხოვს თუ არა ჯგუფი დროს იმისთვის, რომ ჯგუფის ყველა წევრი კარგად გაერკვეს დავალებაში?

·         იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?

·         ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?

·         ფიქრობს თუ არა ჯგუფი ჯგუფური ნამუშევრის  დოკუმენტირებაზე?

·         იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?



თანატოლთა უკუკავშირის ფორმა
თქვენი სახელი: ________________________________
თანატოლი შემფასებლის სახელი: ____________________________
პროექტის დასახელება: _____________________________

ორი დადებითი შეფასება მოცემული ნაშრომის შესახებ:
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
ორი რეკომენდაცია მოცემული ნაშრომის შესახებ:
___________________________________________________________________       
___________________________________________________________________       
___________________________________________________________________       
___________________________________________________________________
შენიშვნა: სთხოვეთ თქვენს თანატოლ შემფასებელს, გამოიყენოს ,,მე“ ფორმები შემდეგი უკუკავშირისთვის:
  • მე მსურს, მეტი ინფორმაცია მივიღო...............
  • მე არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს....
  • მე მინდა დეტალური ინფორმაცია მივიღო....
სხვა იდეები და კომენტარები:
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
___________________________________________________________________
შენიშვნა: შეინახეთ ფორმა და გადახედეთ, თქვენი ნაშრომის შესწორების შემდეგ.




















ბროშურა
პროექტის შეფასების რუბრიკა


10-9ქულა


8-7 ქულა
6-5 ქულა


თემატიკა და მოსაზრებები
საგნის ბრწყინვალედ ცოდნა.
შინაარსში ძალიან ბევრი დეტალი და მაგალთია გათვალისწინებული.
მოდულისა და თემატური კითხვები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და სრულად არის განხილული.
ინფორმაცია სათანადო წერილობითი ფორმით არის წარმოდგენილი, საინტერესოა და მკითხველს იზიდავს.
შინაარსი ყურადღებით არის რედაქტირებული და უშეცდომოდ არის წარმოდგენილი.
საგნის კარგად ცოდნა.
შინაარსი რამდენიმე დეტალს და მაგალითს მოიცავს.
მოდულისა და თემატური კითხვები განხილულია, მაგრამ შეიძლება კითხვები მკაფიოდ არ იყოს ფორმულირებული ან განხილვა არ იყოს სრული.
ინფორმაცია სათანადო წერილობითი ფორმით არის წარმოდგენილი და  საკმაოდ საინტერესოა.
შინაარსი რედაქტირებულია და უმეტესად უშეცდომოდ არის წარმოდგენილი.
ძირითადი ინფორმაცია წარმოდგენილია, მაგრამ რამდენიმე შეცდომაა დაშვებული.
 შინაარსში გათვალისწინებულია რამდენიმე დეტალი  და მაგალითი.
მოდულისა და თემატური კითხვები სათანადოდ და სრულად არ არის განხილული.
ინფორმაცია საკმაოდ კარგად არის წერილობით წარმოდგენილი, მაგრამ ინტერესს მოკლებულია.
შინაარსი ყურადღებით არ არის რედაქტირებული და რამდენიმე შეცდომაა დაშვებული.

ორგანიზება
შინაარსი კარგად არის ორგანიზებული კატეგორიების მიხედვით დასათაურებების და მონიშნული ნუსხების გამოყენებით.
შინაარსის ძირითადი ნაწილი ორგანიზებულია კატეგორიების მიხედვით დასათაურებების და მონიშნული ნუსხების გამოყენებით.
ინფორმაცია ლოგიკური თანმიმდევრობით არის წარმოდგენილი.
შინაარსი გარკვეულწილად ორგანიზებულია კატეგორიების მიხედვით რამდენიმე დასათაურების და მონიშნული ნუსხის გამოყენებით.
ინფორმაცია, უმეტესად, ლოგიკური თანმიმდევრობით არის წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი დეტალი შეიძლება სათანადო ადგილზე არ იყოს მითითებული.  
ზეპირი პრეზენტაცია
პრეზენტაცია საინტერესოა და კარგად არის შესრულებული.
მოსწავლე სრულყოფილად არის მომზადებული და ჩანს, რომ გავლილი აქვს რეპეტიცია.
მოსწავლე თანმიმდევრულად იყენებს ჟესტებს, ვიზუალურ კონტაქტს, ხმას და იჩენს ენთუზიაზმს, რათა აუდიტორიამ ყურადღება არ მოადუნოს.  
 ესპანური წარმოთქმა ზუსტია, თავისუფალია და ადვილად გასაგებია ინგლისურენოვანი მსმენელისთვის.


პრეზენტაცია მეტ-ნაკლებად საინტერესოა და ადეკვატური ხარისხისაა.
მოსწავლეს ეტყობა რომ საკმაოდ კარგად მომზადებულა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა კიდევ რამდენიმე რეპეტიცია რომ გაევლო.
მოსწავლე, როგორც წესი, იყენებს ჟესტებს, ვიზუალურ კონტაქტს, ხმას და იჩენს ენთუზიაზმს, რათა აუდიტორიამ ყურადღება არ მოადუნოს.
 ესპანურ წარმოთქმაში რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული, იყო რამდენიმე პაუზა და წყვეტა. მეტყველება გასაგებია კეთილგანწყობილი ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის.
პრეზენტაციას რამდენიმე პრობლემა აქვს, მაგრამ მას აუდიტორიის ინტერესის შენარჩუნება მაინც შეუძლია.
მოსწავლე მეტ-ნაკლებად მომზადებულია, მაგრამ აშკარაა, რომ მას საკმარისი რეპეტიცია არ გაუვლია.
მოსწავლე ზოგჯერ იყენებს ჟესტებს, ვიზუალურ კონტაქტს, ხმას და/ან იჩენს ენთუზიაზმს, რათა აუდიტორიამ ყურადღება არ მოადუნოს.  
ინგლისურ წარმოთქმაში რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული, იყო რამდენიმე პაუზა და წყვეტა. პრეზენტაციის უმეტესი ნაწილი გასაგებია კეთილგანწყობილი ინგლისური აუდიტორიისთვის.
ინგლისური ენის გრამატიკის გამოყენება
მართლეწერის ან გრამატიკული შეცდომები არაა დაშვებული.
გამოყენებულია გრამატიკული სტრუქტურების ფართო დიაპაზონი და მრავალფეროვანი ლექსიკა.
დაშვებულია მცირე რაოდენობით შეცდომები მართლწერასა და გრამატიკაში.
გამოყენებულია სხვადასხვა გრამატიკული სტრქტურა და მრავალფეროვანი ლექსიკა.
დაშვებული იყო რამდენიმე შეცდომა მართლწერასა და გრამატიკაში.
გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობით გრამატიკული სტრუქტურები და ლექსიკა.
მულტიმედიური ტექნოლოგიის გამოყენება  
პრეზენტაციაში ეფექტურად არის გამოყენებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეზენტაცია პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული. მოდულის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოქმედებითად და ეფექტურად არის ნაჩვენები. მოსაზრებები კრეატიული და ორიგინალურია.
ვიზუალური გამოსახულებები ძირითადი საკითხების ხაზგასმას უწყობს ხელს და აშკარად ეხმარება შინაარსის გააზრებას.
პრეზენტაციის ჩამოტვირთვა სწრაფად არის შესაძლებელი და მისი გამოყენება ძალიან იოლია.
პრეზენტაციაში განხილულია ყველა მოდულის და თემატური კითხვა.
პრეზენტაცია ეფექტურად გვიჩვენებს მოდულიდან აღებული ინფორმაციის სათანადო რაოდენობას. იგი გარკვეულწილად ორიგინალურია და რამდენიმე ახალ მოსაზრებასა და თვალთახედვას წარმოგვიდგენს.
ვიზუალური გამოსახულებები ძირითადი საკითხების ხაზგასმას უწყობს ხელს და ეხმარება შინაარსის გააზრებას.
პრეზენტაციის ჩამოტვირთვა სწრაფად არის შესაძლებელი და მისი გამოყენება საკმაოდ ადვილია.
პრეზენტაციაში განხილულია მოდულის და თემატური კითხვების უმეტესობა.
პრეზენტაცია გვიჩვენებს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია შეიძლება საკმარისი არ იყოს. გამოყენებულია სხვების მოსაზრებები (საავტორო უფლებების მითითების გარეშე). ორიგინალური მოსაზრებები ნაკლებად არის გამოყენებული.
ვიზუალური გამოსახულებები გარკვეულწილად უწყობს ხელს ძირითადი საკითხების ხაზგასმას და გარკვეულწილად ეხმარება შინაარსის გააზრებას.
შეუძლებელია პრეზენტაციის სწრაფად ჩამოტვირთვა და ადვილად გამოყენება.
სამუშაოს  გადანაწილება
არსებობს ჯგუფური მუშაობის და დავალებების თანაბრად განაწილების ნათელი მტკიცებულება.
 ჯგუფის ყველა წევრი სრულად და თანაბრად მონაწილეობს პროექტის პრეზენტაციაში.
არსებობს ჯგუფური მუშაობის და დავალებების თანაბრად განაწილების ადეკვატური მტკიცებულება.
ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობს პროექტის პრეზენტაციაში.
არსებობს ჯგუფური მუშაობის და დავალებების თანაბრად განაწილების გარკვეული მტკიცებულება. ჯგუფის ერთი ან მეტი წევრი მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს.
ჯგუფის ზოგიერთი წევრი სხვებზე ნაკლებად მონაწილეობს პროექტის პრეზენტაციაში.





პროექტის სახელწოდება  - არასწორი კვება '' junk food ''















პროექტის ფასილიტატორი --- ანა ბერკაცაშვილი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა --- berkatcashvili.ana@gmail.com
ჩემი პორტფოლიო


მოსწავლეთა ასკი   ---- 14-15წელი. X კლასი

ვადები/ხანგრძლივობა  --- 3 კვირა

პრობლემა:
XXl საუკუნე სწრაფი პროგრესის ფონზე მიმდინარეობს,მაგრამ საზოგადოების და განსაკუთრებით ,მოზარდების არასათანადო ინფორმირებულობა და ნაკლები ინტერესი ხელს უწყობს მავნე ჩვევებისაკენ მიდრეკილებას,არასწორი კვების რეჟიმის დაცვას,არაჯანსაღი საკვების მიღებას და სპორტისადმი ნაკლებ ინტერესს.

საზოგადოების უდიდესი პრობლემა გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების მიღებაა.საკითხი იმისშესახებ,თუ რას ნიშნავს,რას გვარგებს თუ გვავნებს ასეთი პროდუქტის მიღება,ან როგორ უნდა მოვიხმაროთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი,ამის შესახებ ინფორმაცია მოზარდებს ნაკლებად აქვთ.
მოსწავლეები სკოლაში თუ სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში,სწრაფი კვების ობიექტებში,მზა პროდუქტით იკვებებიან,რაც ძალიან ცუდ შედეგს გვაძლევს.

არაჯანსაღი  და არასწორი კვება უამრავ დაავადებებს იწვევს.თავიდან მხოლოდ ალერგიით იწყება,ხოლო შემდეგ სერიოზულ დაავადებებში გადადის.
სკოლებში მოსწავლეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები ,რომ სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესიცერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მათი კეთილდღეობისათვის.


პროექტის მიზანია :
·         პოპულარიზაცია გაეწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს,სწორი კვების რეჟიმის დამკვიდერბას მოსწავლეებში.
·         მოეწავლეებმა დაინახონ თუ როგორ აისახება არასწორი კვება  მათ ჯანმრთელობაზე.
·         მოსწავლეებმა გაიაზრონ,რომ მოსახლეობის გაჯანსახებისათვის საჭიროა  ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.

მოსალოდნელი შედეგები :
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ ისეთი პიროვნული თვისებები,როგორიცაა საკუთარი თავისადმი პატივისცემა.
·         გაიგენებ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღება და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. 
·         მოსწავლეებში ამაღლდება  ურთიერთ თანამშრომლობისა  და ჯგუფური მუშაობის მოტივაცია.
·         გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.



სამუშაო ენა --- ინგლისური / ქართული

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ბიოლოგია
·         მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების (მაგ., ”სწრაფი კვებისპროდუქტების გამოყენება) შედეგად მოსალოდნელი დარღვევების შესახებ (მაგ., ავიტამინოზები, ჭარბი წონა);
·         გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ”თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”) ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;  
ინგლისური
·           მოსწავლე მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადრებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად;
·        საჭიროების შემთხვევაში რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
·        მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
·        შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
ისტ-ი:
·           ინფორმაციის სანდოობის დასადგენად, ადარებს სხვადასხვა წყაროდან მოპო­ვებულ ინფორმაციას;
·           იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას;
·           ახენს მოძიებული ციფრული მასალის და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო, სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;
·           უთითებს ინფორმაციის და ციფრული მასალის წყაროებს ან/და ავტორს.




პროექტის სრული აღწერა :
პროექტის ფარგლებში გაიმართა წინა სამუშაო შეხვედრა მოსწავლეებთან. გავიხსენეთ ყველა ის სიტყვა და ფრაზა ,რაც შეიძლება კავშირში ყოფილიყო პროექტის სახელწოდებასთან.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მათთვის საყვარელ საჭმელებსა და ინგრედიენტებზე.
ასევე ისაუბრეს მათი დღის რეჟიმის და კვების განრიგის შესახებ.
 ოთხ ჯგუფად დაყოფილ მოსწავლეებს დავალებად ვაძლევ,ჯგუფში შეთანხმების შემდეგ  ტრადიციული ქართული საჭმლის რეცეპტის დაწერას ინგლისურ ენაზე და ამ საჭმლის მომზადებას.
ჯგუფები სურათებით წარმოგვიდგენენ მათ მიერ  შესრულებულ დავალებას და საუბრობენ თუ რას შეიცავს ესა თუ ის საკვები.
შემდეგ სლაიდებით ვაჩვენებ ყველასათვის საყვარელ ჰამბურგერებს და ჩიზბურგერებს.ვსაუბრობთ მათ ინგრედიენტებზე და განსხვავებაზე ქართული საჭმელებისგან.ჯგუფები გამოთქვამენ საკუთარ აზრს . ახდენენ შედარებას და პოულობენ გავსხვავებებს სწრაფი კვების საჭმელებსა და სახლში ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს შორის.
ვაჩვენებ შედეგებსთუ რა შეიძლება მოყვეს არასწორ კვებას,როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა დაავადებებს იწვევს.
ბიოლოგიის მასწვლებელი უხსნის იმ მინერალებს,რასაც შეიცავს სწრაფი კვების პროდუქტები და უხსნის განსხვავებას ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს შორის.აჩვენებს თუ რამდენად საზიანოა სწარფი კვების ობიექტებში შეძენილი საკვები და რამდენი სახის დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს არასწორად შედგენილი კვების განრიგი.
მოსწავლეები ურთად უყურებენ ვიდეო რგოლებს.







პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში --- ჯგუფური მუშაობა,სურათების და ვიდეოების მოძებნა ინტერნეტის საშვალებით,პრეზენტაცია,ბლოგების შექმნა



სარგებელი სხვებისთვის --- მათ ვინც არ არიან ჩართული პროექტში საშვალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია არასწორ კვებასა და მის ეფექტებზე.გაიაზრებენ,თუ რა ეხმარებათ მათ რომიყვნენ ჯანმრთელები,გამოუმუშავდებათ სწორი კვების რეჟიმი,ისწავლიან დღის დაგეგმვას.შეძლებენ  დახმარება გაუწიონ სხვა ადამიანებს და გაუზიარონ ცოდნა ჯანსაღი საკვების შესახებ. გაიმდიდრებენ ლექსიკას აღნიშნულ საკითხათან დაკავშირებით.






































No comments:

Post a Comment