თავისუფალი გაკვეთილები



„თავისუფალი გაკვეთილები“

2017 წელს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო "თავისუფალი გაკვეთილების ახალი მაშტაბური პროექტი, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას ,მოსწავლეებისადმი მოტივაციის ზრდას ,არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას და საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრების განვითარებას შეუწყო ხელი.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს - მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.
აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:
●     სპორტული აქტივობები
●     წიგნიერების განვითარება
●     კულტურა/ხელოვნება
●     ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები
 თავისუფალი გაკვეთილები დაფინანსდება სამინისტროს მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იქნება სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური ოდენობა  არაუმეტეს 3 000 ლარს შეადგენს, რომელიც განაწილდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.
2017 წელს “თავისუფალ გაკვეთილებში” ჩართულები იქნებიან  VII-VIII კლასის მოსწავლეები. სპორტული მიმართულების ფარგლებში წარმოდგენილ პროექტებში აქტივობები გაწერილი უნდა იყოს არაუმეტეს 40 საათზე, ხოლო დანარჩენ მიმართულებებში-არაუმეტეს 20-20 საათისა
პროექტი "კინო სკოლაში"
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღო  გორის მუნიციპალიტეტის სსიპ ხიდისთავის საჯარო სკოლამ.საშუალებას იძლევა კინოგანათლება ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მოსწავლეებისთვის, რაც ახალ თაობას განუვითარებს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების უნარს.  პროექტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში  საქართველოს რეგიონების 600 სკოლა მოიცვა. „კინო სკოლაში“ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ნახონ საინეტრესო ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, გადაიღონ ფილმები, დახატონ აფიშები, წერონ რეცენზიები, შეხვდნენ ცნობილ კინემატოგრაფისტებს და ა. შ
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 20 საათს - I ეტაპი (2017 წლის აპრილი-ივნისი)
IIეტაპი(2017 წლის ოქტომბერი-დეკემბერი)
პროექტში ჩართულები არიან VII – VIII კლასის მოსწავლეები.თავისუფალი გაკვეთილების პროექტში „კინო  სკოლაში“ ჩართულია სკოლის  კოორდინატორი (მოქმედი მასწავლებელი)რომელიც,კინოცენტრის მიერ სკოლაში მივლენილ კინოსპეციალისტთან ერთად აწყობს კინოჩვენებებს  და მართავს დისკუსიებს.კოორდინატორი უზრუნველყოფს ჩვენებისთვის აუცილებელ ტექნიკურ საშუალებებს და კინოსპეციალისტის  რეკომენდაციების გათვალიწინებით,კვირაგამოშვებით დამოუკიდებლად მართავს ჩვენება-დისკუსიებს.
 კინოჩვენების ჩატარების დრო და ნანახი ფილმები.

N
ფილმის ჩვენების თარიღი

          ფილმის სახელწოდება
1
     07/ 04/ 2017
ცხოვრება მშვენიერია
2
     21 / 04 / 2017
ველოსიპედის გამტაცებელნი
3
     28 / 04 / 2017
400 დარტყმა
4
     05 / 05 / 2017
ქოლგა, მუსიკოსები , ქორწილი
5
     08 / 05 / 2017
ტბა
6
     19 / 05 / 2017
მამა
7
     23 / 05 / 2017
ძნელად აღსაზრდელები
8
     02 / 06 / 2017
ციცინათელების  სასაფლაო

ჩატარებული ჩვენებიდან  5 საათი ეკუთვნის სკოლის  კოორდინატორს,ხოლო 3 საათი კინოცენტრის მიერ სკოლაში მივლენილ კინოსპეციალისტს.
სკოლის კოორდინატორი ყოველი ჩვენების შემდეგ ქვემოთ მოცემულ ლინკზე აგზავნის ჩვენების ანგარიშს.
ასევე  „ კინო სკოლაში“ ფეისბუქ გვერდძე აქვეყნებს პროექტის მსვლელობის დროს გადაღებულ სურათებს.
თავისუფალი გაკვეთილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე

პროექტმა გამოიწვია მოსწავლეთა დიდი დაინტერესება და ჩართულობა,მათი თხოვნით ფილმების ჩვენება გაგრძელდა და სულ მოიცვა ოთხი სეზონი.

ჩვენების მეორე  სეზონი

  1.       29- სექტემბერს ნაჩვენები  იყო  „ოზის  ჯადოქარი“
  2.       6-ოქტომბერი.“გაქცევა შოუშინკიდან“
  3.       13 - ოქტომბერი  „გრავიტაცია“
  4.       20-ოქტომბერი „ხელოვნური  სუნთქვა „
  5.      27- ოქტომბერი  „ქუჩის  დღეები“
  6.       3- ნოემბერი  „მზეთუნახავი  და ურჩხული“
  7.       10-  ნოემბერი  „უხილავი მხარე“
  8.      17-  ნოემბერი  „ ტრიუმენის  შოუ „
  9.     24- ნოემბერი  „ გაქცევა  ლიმონჩელოს  ბიბლიოთეკიდან“

ჩვენების მესამე სეზონი
  1.   "აუგუსტ  რაში"
  2.  "ბილი  ელიოთი"
  3. "გადაუხადე  სხვას"
  4.  "გარიყული"
  5. " პიკსარის  ანიმაციები"
  6. "ანიმაცია  მაღლა"
  7. "ბინა"
  8. "ფორესტ გამპი"
  9. "გრძელი ნათელი  დღეები"

     ჩვენების  მეოთხე სეზონი
  1. "ჩემი  ცხოვრების ყველაზე ცუდი წლები"
  2. "ზეცის შვილები"
  3. "ავგუსტ  რაში"
  4. "პატარა  ბოსი"
  5. " საოცრება"
  6. "ჩემი  სამყარო"
  7. "ჩარლი  ჩაპლინი"
  8. "ორმაგი სახე"












პირველი სეზონის დასასრულს ჯგუფის წევრებმა ხელმძღვანელთან ერთან დაამზადეს ფილმის აფიშები და პოსტერები.














შემდეგი სეზონის დასასრულს ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ ხელმძღვანელთან ერთად ,ისაუბრეს სეზონის განმავლობაში ნანახ ფილმებზე. ხმათა უმრავლესობით  გამოავლინეს გამარჯვებული ფილმი და ისაუბრეს მათთვის საყვარელ მსახიობებზე.










პროექტის ფარგლებში  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კინო სკოლის მიერ ჩატარებულ რეცენზირებულ ესე-ს წერის კონკურსში,სადაც გამარჯვებული გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ანანო ყველაშვილი.მან მიიღო კინო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზე-პლანშეტი და დიპლომი. ჯგუფის წევრები ხელმძღვანელებთან ერთად ესტუმრნენ "ქართულ კონო სტუდიას" .












No comments:

Post a Comment