გაკვეთილის გეგმა #1
მასწავლებელი : ანა ბერკაცაშვილი
გაკვეთილის ტიპი:
სამოდელო-მედია წიგნიერება
საგანი
: ინგლისური ენა
კლასი
: მე-4
თემა :მოთხრობის შედგენა სურათების მიხედვით
‘’ ალი და ჯადოსნური ხალიჩა’’
ჩატარების დრო
: 04 / 05 /2018
გაკვეთილის ხანგრძლივობა
: 45 წთ.
მოსწავლეთა პროფილი
: 19 მოსწავლე
კლასში არ
არის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეს განუვითაროთ მოსმენისა და ვიზუალური აღქმის
უნარი.გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე შეძლებს მოსმენილი ტექსტის შინაარსის გადმოცემას
ვიზუალური გზით და მოთხრობისშინაარსის სწორი თანმიმდევრობით დალაგებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.ს.III.3.
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა).
უცხ.ს.III.12.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის
მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის შედგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
თავს უყრის საჭირო ინფორმაციას, ილუსტრაციებს;
·
განსაზღვრავს ინფორმაციის ორგანიზების წესს;
·
თხზავს ტექსტს;
·
ასათაურებს;
·
აფორმებს ილუსტრაციებით
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
მასწავლებელი
მუშაობს მთელ კლასთან.
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.
გაკვეთილზე
გამოყენებული ძირითადი მეთოდები
და აქტივობები:
·
გონებრივი იერიში.
·
კითხვა -პასუხი
·
შესაბამისობა
·
აუდიო მოთხრობის მოსმენა
·
სურათების დახატვა
·
პრეზენტაცია
სასწავლო მასალა და
რესურსები:
დაფა,ცარცი,მარკერი,ნაბეჭდი მასალა აქტივობებისთვის(ფლეშქარდები,სურათები)
პროექტორი -ვიდეო მოთხრობა
გაკვეთილის
მსვლელობა
ფაზა
1
აქტივობა 1
მეთოდი : გონებრივი იერიში
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეების გააქტიურება კითხვა პასუხის მეთოდით.
დრო : 10წთ
მასწ. აჩვენებსსურათს
და ეკითხება ‘’რა არის ეს?’’
რომელია თქვენი საყვარელი მოთხრობა?
რა სახის მოთხრობები გიყვართ?
ძირითადად როგორი მოქმედი პირები არინ მოთხობებში?
გიყვართ სურათების თვალიერება მოთხრობის კითხვის დროს?
მასწ.აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს, წინასწარ
შემუშავებულ შეფასების რუბრიკას ,რის მიხედვითაც მოხდება მათი შეფასება და ახსენებს
იმ წესებს ,რომლის დაცვაც მოუწევთ გავეთილის განმავლობაში.
აქტივობა 2
მეთოდი :
სიტყვების შესაბამისობა სურათებთან
აქტივობის მიზანი : მოსწავლეების წინარე ცოდნის შემოწმება
და მომზადება მოსასმენი მოთხრობის შინაარსის შესახებ.
დრო : 5 წთ
მასწ. აჩვენებს სურათებს და სთხოვს სიტყვები შეუსაბამონ სურათს.ეს ის სიტყვებია
რომელიც მათ შეხვდებათ მოთხრობაში.
იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა ახალი სიტყვა მაშინ ცალკე თვალსაჩინო ადგილას
გადავიტანთ სურათს და მნიშვნელობას.
ფაზა
2
აქტივობა 3
მეთოდი : მოთხრობის მოსმენა
მიზანი : მოსწავლეს განუვითაროთ მოსმენისა და ვიზუალური აღქმის უნარი
დრო : 5წთ
მასწ. აცნობს მოთხრობის სათაურს და სთხოვს დაიცვან სიჩუმე და მოუსმინონ
ვიდეოს.
მოსწავლეები ისმენენ ორჯერ
აქტივობა 4
მეთოდი : ტექსტის სწორად დაყოფა მთავარ ნაწილებად.
მიზანი: მასწ. ამოწმებს მოსწავლეს ,თუ რამდენად შეუძლია
მოსმენით ტექსტის გააზრება.
დრო : 10 წთ.
მოსმენის შემდეგ ,მასწ. ტექსტის მთავარ 9 ნაწილს არეული თანმიმდევრობით აჩვენებს და სთხოვს
,რომ დაალაგონ სწორად. მაგ: 1) ალი ხალიჩით მიფრინავს ჯუნგლებში დ.ა.შ
ფაზა 3
აქტივობა 5
აქტივობა :სურათების დახატვა
მიზანი : მოსწავლე შეძლებს მოთხრობის მოსმენის შემდეგ ,ტექსტის ერთ-ერთი მთავარი მიზნის შესაბამისი სურათის დახატვას
და პრეზენტაციის გაკეთებას.
დრო : 15 წთ.
წყვილები შემთხვევითობის პრინციპით
იღებენ ტექსტის მთავარ ნაწილებს.ამის შემდეგ მასწავლებელი წყვილებს ურიგებს ტესტს
და სთხოვს ყველა წყვილმა მოძებნოს
მოთხრობის სწორი ნაწილი . თითოეული წყვილი ხატავს შესაბამის სურათს.
წყვილები მოთხრობის ნაწილების თანმიმდევრობის მიხედვით გამოდიან და აკეთებენ
პრეზენტაციას.სურათებს თანმიმდევრობით გამოვფენთ და საბოლოოდ ავაწყობთ მოთხრობას ალის ჯადოსნული ხალიჩის შესახებ.
გაკვეთილის ბოლოს მასწ.აფასებს
მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების
რუბრიკის მიხედვით.
საშინაო დავალება: სურათებით ააწყონ მათი საყვარელი მოთხრობა.
|
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
![]() |
![]() |
![]() |
მოსწავლეთა აქტივობა და ჩართულობა.
|
მოსწავლეს დახმარების გარეშე უჭირს ინსტრუქციების
გაგება და დავალებების შესრულება.უმეტესად პასიურია გაკვეთილის განმავლობაში.
|
მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს,თუმცა ზოგჯერ
უჭირს ინსტრუქციების გაგება და დამოუკიდებლად დავალების შესრულება.
|
მოწსავლე
სწორად იგებს მასწავლებლის მითითებებს და დავალების ინსტრუქციებს.აქტიურად
არის ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
|
აუდიო მოთხრობის მოსმენა
და შინაარსის გაგება,გაანალიზება.
|
მოსწავლე იმენს და ნაწილობრივ იგებს თუ რას მოგვითხრობს
აუდიო მოთხრობა ,თუმცა უჭირს თანმიმდევრობის
გააზრება.
|
მოსწავლე ისმენს აუდიო მოთხრობას და იგებს თუ რაზეა საუბარი.ნაწილობრივ ახერხებს მოთხრობის
შინაარსის თანმიმდებრობის გააზრება.
|
მოსწავლე
ისმენს აუდიო მოთხრობას და სრულად
იგებს თუ რაზეა საუბარი.დახმარების გარეშე ალაგებს მოთხრობას სწორი თანმიმდევრონით.
|
სურათების შედგენა და ტექსტის სწორად აწყობა.
|
მოსწავლეს დახმარების გარეშე არ შეუძლია შესაბამისი
სურათის შედგენა და ტექსტის სწორი თანმიმდებრობით აწყობა.
|
მოსწავლე სწორად ადგენს სურათს,თუმცა დახმარება სჭირდება
ტექსტის თანმიმდევრობით აწყობაში.
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ადგენს სურათს.სწორად უსაბამებს
ტექტს და აწყობს სწორი თანმიმდებრობით.
|
გაკვეთილის შემდგომი რეფლექსია/თვითშეფასება
მასწავლებელი :
ანაბერკაცაშვილი
საგანი : ინგლისურიენა
კლასი : მე-4ა
თარიღი:04.05.. 2018
04.05.2018ჩავატარე სამოდელო -
გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული (მედია
წიგნიერებია) გაკვეთილი მე-4ა კლასში.გაკვეთილის თემა იყო„მოთხრობის
შედგენა სურათების მიხედვით.’’ მიზანი -მოსმენისა და
ვიზუალური აღქმის უნარის გააქტიურებით მოთხრობის ტექსტის შინაარსის გადმოცემადა სწორი თანმიმდევრობით
დალაგება.
დაგეგმილი
და განხორციელებული აქტივობებით მე გავზომე, თუ რამდენად შეძლეს მოსწავლეებმა დაგეგმილი
მიზნის მიღწევა.დაგეგმვისას გავითვალისწინე მოსწავლეთა შესაძლებლობები და წინარე ცოდნა.
აქტივობები
მარტივიდან იწყებოდა და ნელ-ნელა რთულდებოდა.მრავალფეროვანმა
აქტივობებმა და გამოყენებულმა
რესურსმა მოსწავლეთა მხრიდან
დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსწავლეები
აქტიურად ჩაერთვნენ
ყველა აქტივობაში. აქტივობების დაგეგმვისას გავითვალისწინე ყველა მოსწავლის
შესაძლებლობა.განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია გონებრივმა იერიშმა,კითხვა-
პასუხით გამოწვევამ და სიტყვების
სურათებთან დაკავშირებამ. სწორედ ეს აქტივობა დამეხმარა მათ ამოეცნოთ გაკვეთილის
მიზანი და თემა. ნაცნობი ლექსიკის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები მზად იყვნენ
მოსასმენი დავალების შესასრულებლად. მათ არ გაჭირვებიათ მოსმენილი მოთხრობის
გაგება-გაანალიზება.
მოსწავლეებისთვის ყოველი დავალების
ინსტრუქცია იყო ადვილად გასაგები და მხოლოდ რამდენჯერმე მომიხდა მშობლიური ენის
გამოყენება. მოსმენილი მოთხრობის შემდეგ სწორად შეძლეს ტექსტის დაშლილი ნაწილების
აწყობა. ვფიქრობ, სწორად დაგეგმილმა აქტივობებმა და გამოყენებულმა რესურსებმა
გაკვეთილი გახადა საინტერესო. ეს ყველაფერი დამეხმარა მიზნის მიღწევაში.გაკვეთილის
მსვლელობისას არ დამჭირვებია მოდიფიცირება. მათ შეძლეს მოსმენილის ფურცელზე
გადმოტანა და გაკვეთილის ბოლოს მივიღეთ ნახატებით აწყობილი მოთხრობა.
ასეთი გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარებისას
მცირე ცვლილებას შევიტანდი იმისთვის, რომ მოსწავლეთათვის გამემარტივებინა ბოლო
დავალება -სურათის დახატვა წყვილებში მოთხრობის გეგმის მიხედვით, მივცემდი უკვე
დახატულ სურათს, მათ ვთხოვდი გაფერადებას და პრეზენტაციის გაკეთებას. ასე მათ მეტი
დრო ექნებათ ინგლისურ ენაზე სასაუბროდ და ნაკლები დრო დასჭირდებათ სურათების
დასახატად.
![]() |
One very hot day Ali finds a carpet in his uncle’s
shop.
‘What’s this?’
|
Suddenly the carpet jumps! It moves and flies off
into the air.
‘Hey! What’s happening?’
|
A loud booming voice comes from the carpet.
‘Welcome, O master. I am a magic carpet.’
|
Short story
|
First they fly high up into the sky and then they
land in a jungle. It is hot and wet and it’s raining.
‘It’s raining! Yuck!’
|
Then they fly to the desert. It is very, very hot
and dry.
‘It is very, very hot today!’
|
After that they fly to the South Pole. There is
lots of ice and snow. It’s freezing.
‘Brrr!’
|
‘Where are we now? I can’t see!’
‘In the mountains. Can you see me?’
‘It’s very foggy.’
|
Then they fly to a forest. It’s very windy there.
‘Oh, it’s windy in the forest!’
|
Then they fly to an island in the sea. There is
thunder and lightning.
‘Aaagh! Let’s go home!’
‘What a storm!’
|
Finally they fly back home. The carpet lands in
the shop and Ali gets off.
‘Wow! What an adventure!’
|
Listen to this story
|
Contributors
|
https://learnenglishkids.britishcouncil.org/en/short-stories/ali-and-the-magic-carpet
|
Story by Sue Clarke
|
www.britishcouncil.org/learnenglishkids
|
© British
Council, 2017 The United Kingdom’s international organisation for educational
opportunities and cultural relations. We are registered in England as a charity.
|
გაკვეთილის გეგმა #2
შეფასების კრიტერიუმები
|
5- 6 ქულა
|
8-7 ქულა
|
9-10 ქულა
|
1. მოსწავლეთა აქტივობა და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
|
მოსწავლეს დახმარების გარეშე უჭირს ინსტრუქციების გაგება და დავალებების შესრულება.უმეტესად პასიურია გაკვეთილის განმავლობაში.
|
მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს,თუმცა ზოგჯერ უჭირს ინსტრუქციების გაგება.გაკვეთილის უმეტესი ნაწილი ჩართულია აქტიურად,მაგრამ არა აქტიურად.
|
მოწსავლე სწორადიგებს მასწავლებლის მითითებებს და დავალების ინსტრუქციებს.აქტიურად არის ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში.
|
2. ვიდეო რგოლის გაგება-გაანალიზება.
გაკვეთილის თემის ამოცნობა.
|
მოსწავლე იმენს და ნაწილობრივ იგებს თუ რა საკითხს ეხება ვიდეო რგოლი ,თუმცა უჭირს გაკვეთილის თემის ამოცნობა.
|
მოსწავლე ისმენს ვიდეო რგოლს და იგებს თუ რაზეა საუბარი.თუმცა დახმარების გარეშე უჭირს ამოიცნოს გაკვეთილის თემა.
|
მოსწავლე ისმენს ვიდეო რგოლს და იგებს თუ რაზეა საუბარი.ვიდეო რგოლის მოსმენის შემდეგ სწორად ამოიცნობს გაკვეთილის თემას.
|
3. საკლასო სამუშაოს შესრულება.
|
მოსწავლეს დამოუკიდებლად უჭირს წინადადების შედგენა. დახმარების გარეშე ვერ ავსებს გამოტოვებული ადგილების შევსებას და დახარისხებას.
|
მოსწავლე ასრულებს საკლასო დაველებებს,თუმცა უშვებს ორ ან სამ შეცდომას.რომელსაც ხვდება ასწორებს.
|
მოსწავლე ზუსტად ასრულებს საკლასო დავლებებს.დამოუკიდებლად და უშეცდომოდ ადგენს წინადადებებს,ავსებს გამოტოვებულ ადგილებს და ახარისხებს ინფორმაციას.
|
No comments:
Post a Comment